GEOENGსასესხო განაცხადი
ჩვენ ვეწყობით თქვენს სურვილებს_
Smart Inves Cover

მიმდინარე ვაკანსიები

საკრედიტო ექსპერტის ვაკანსია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი

საკრედიტო ექსპერტის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების მიხედვით ზრდის პერსპექტივით, ასევე ბონუსი.

გამოსაცდელი ვადა 2 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

კლიენტების მოზიდვა კომპანიის გეგმის შესაბამისად; კლიენტების კონსულტირება სასესხო პროდუქტებთან დაკავშირებით; სესხის განაცხადების ანალიზი; კლიენტების ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება; წარმოდგენილ განაცხადში რისკების შეფასება; საკრედიტო ფაილის მომზადება და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა; საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება; ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი.

სავალდებულო მოთხოვნები:

მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იპოთეკური სესხების განხრით; უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ფინანსების განხრით); MS Office პროგრამების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@smartvinvest.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ეროვნული ვალუტის კურსი
USD
EUR
RUB
GBP

2.6642

3.0308

0.0401

3.3713