GEOENGსასესხო განაცხადი
ჩვენ ვეწყობით თქვენს სურვილებს_
Smart Inves Cover

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი


სესხის პირობები:

  • სესხის ვალუტა - ლარი;
  • გადახდის ტიპი - ანუიტეტური ან საშეღავათო პერიოდით (მხოლოდ პროცენტის გადახდით);
  • სესხის თანხა: 1,500 ლარიდან  100,000 ლარამდე;
  • სესხის ვადა 5-წლამდე;
  • მიზნობრიობა - ნებისმიერი საჭიროებისთვის.

სესხის უზრუნველყოფა:
თბილისში ან მიმდებარე რეგიონებში მდებარე:
 
  • დასრულებული კორპუსის ბინა (მშენებარე უძრავი ქონება მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ კორპუსი არის გადახურული და შეყვანილია კომუნიკაციები);
  • საკუთარი სახლი;
  • აგარაკი;
  • კომერციული ფართი;
  • მიწის ნაკვეთი.


სესხის  დამტკიცების  და  გაცემის  პროცედურა:


1.  სესხის  განაცხადის  ფორმა  ივსება  კომპანიის  ოფისში  კლიენტის  მიერ;


2.  საკრედიტო
  ოფიცერი  ახორციელებს  ვიზიტს  დასაგირავებელი  უძრავი  ქონების  და  ბიზნესის
  (ასეთის  არსებობის  შემთხვევაშიშესაფასებლად;

3.  კლიენტი
, კომპანიის  საკრედიტო  ოფიცერს წარმოუდგენსსესხის აღებისთვის  აუცილებელ დოკუმენტაციას;


4.  საკრედიტო ოფიცერი  წარადგენს სესხის  პროექტს  კომიტეტზე  დასამტკიცებლად  რის  შედეგსაც  აცნობებს  კლიენტს  ერთი  სამუშაო დღის განვამლობაში;

5.  სესხის  გაცემა.


სესხის  აღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია:

 
  • უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • უძრავი ქონების მესაკუთრის და მსესხებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებით დოკუმენტაცია ან გასატარებელი ღონისძიებები (ბინისთვის ნომრის მინიჭება აზომვითი ნახაზის მომზადება, გამიჯვნა და ა.შ.)
  • შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.